პირველი რესპუბლიკის მოედანზე დღეს ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა | Allnews.Ge

პირველი რესპუბლიკის მოედანზე დღეს ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე რაგბში, საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციასთან დაკავშირებით, 10 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება რაგბში საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ფლორენციიდან, რის გამოც 06:00 საათიდან 22:00 საათამდე აღნიშნულ მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება. ავტომანქანების მოძრაობა მატჩის დასრულებისთანავე აღდგება.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე უზრუნველყოფენ საგზაო უსაფრთხოებას და დაარეგულირებენ ავტოტრანსპორტის მოძრაობას", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

myquiz