ხვალ ცალკეულ რაიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - დაიკლებს თუ არა ტემპერატურა უახლოეს დღეებში? | Allnews.Ge

ხვალ ცალკეულ რაიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - დაიკლებს თუ არა ტემპერატურა უახლოეს დღეებში?

12 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა ამინდი გაუარესდეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, საქართველოში 11 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 12 ნოემბერს, დღის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისში იწვიმებს.

11–12 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 16–21 გრადუსი იქნება. 12 ნოემბერს დღის ბოლოს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსვლეთის მიმართულების ძლიერი ქარი დაუბერავს, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 20–25 მეტრი იქნება.

11 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით 12–17 გრადუსია მოსალოდნელი, 12 ნოემბერს – 9–14 გრადუსი.

11 ნოემბერს, თბილისში 15 გრადუსი იქნება; 12 ნოემბერს – 12–13 გრადუსი.

myquiz