7 გადაწყვეტილება, რითიც კლიმატური ცვლილებების შეჩერება შეგვიძლია | Allnews.Ge

7 გადაწყვეტილება, რითიც კლიმატური ცვლილებების შეჩერება შეგვიძლია

ყველამ კარგად ვიცით, რომ მსოფლიოში კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესები მიმდინარეობს და ამაში ჩვენც მიგვიძღვის წვლილი.

2018 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში, კლიმატის შემსწავლელმა წამყვანმა მეცნიერებმა განმარტეს, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის იმისთვის, რომ კლიმატური ცვლილებების პროცესი შევანელოთ და ტემპარატურის მატება 1,5 გრადუსიან ზღვარში მოვაქციოთ. ჩვენ უფრო მეტის გაკეთება გვჭირდება და ამისთვის არის ძალიან ბევრი რაღაც, რაც ინდივიდუალურად თოთოეულმა ადამიანმა შეიძლება გააკეთოს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კონკრეტულად რისი გაკეთება შეგვიძლია?

1. რა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კაცობრიობამ მომდევნო წლებში უნდა გააკეთოს და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის ?

ნომერ პირველი მიზანი ისეთი საწვავის გამოყენების შემცირებაა, როგორიც ნავთობი, ნახშირბადი და ბუნებრივი აირია და მათი ჩანაცვლება განახლებადი, ეკოლოგიურად გაცილებით სუფთა ენერგიის წყაროთი. საჭიროა, რომ გარემოში CO²-ის ემისია მომავალი ათწლეულის ბოლოსთვის გავანახევროთ. ამ მიზნის მიღწევისკენ მიმავალი გზა ისეთ ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე გადის, როგორიც მანქანით ან თვითმფრინავით ნაკლები გადაადგილებაა, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის უფრო ხშირად გამოყენება და კვებითი ჩვევების ცვლილებაა.

რა თქმა უნდა, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემა მხოლოდ თქვენ მიერ პროდუქტების შეძენისა და გადაადგილების ჩვევების შეცვლით არ გადაწყდება - თუმცა ექსპერტები თანხმდებიან, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და შეუძლია სხვა ადამიანების მოტივირება, რათა უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელონ.

2017 წელს ჩატარებულ ერთ-ერთ კვლევაში მოყვანილია 148 ინდივიდუალური ქმედება კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით მათი გავლენის გათვალისწინებით. მანქანის გარეშე გადაადგილება ის ნომერ პირველი ყველაზე ეფექტური ქმედებაა, რაც ერთ კონკრეტულ ადამიანს შეუძლია გააკეთოს, რადგან მანქანა გარემოს უპირველესი დამაბინძურებელია. ინდუსტრიულ ქვეყნებში საკუთარ მანქანაზე უარის თქმას CO²-ის 2,5 ტონით შემცირება შეუძლია, რაც წლის განმავლობაში ერთი ადამიანის მიერ გამოყოფილი ნახშიროჟანგის (9,2 ტონა) დაახლოებით ¼-ია.

2. ძვირია თუ არა განახლებადი ენერგია

ისეთი განახლებადი ენერგია, როგორიც მზისა და ქარის ენერგია მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო იაფი ხდება. უკანასკნელი ანგარიშის თანახმად, რომელიც განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა, 2020 წლისთვის ზოგიერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებადი განახლებადი ენერგიის წყაროები გაუთანაბრდება ან საწვავზე უფრო იაფი გახდება. მაგალითად, მზის პანელების ღირებულებამ 2010 წლის შემდეგ 73%-ით დაიკლო, რის გამოც მზის ენერგია გაცილებით უფრო იაფი ელექტროენერგიის წყარო გახდა ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში. გაერთიანებულ სამეფოში კი ქარისა და მზის ენერგიის ფასი უკვე უტოლდება ბუნებრივი აირის ფასს და 2025 წლისთვის ელექტროენერგიის ყველაზე იაფი წყარო გახდება.

3. შეიძლება თუ არა რაიმდე ცვლილების მიღება კვების რაციონის შეცვლით

სინამდვილეში საწვავის შემდეგ კვების ინდუსტრია და განსაკუთრებით ხორცისა და რძის პროდუქტების განყოფილება - კლიმატის ცვლილების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. აღსანიშნავია, რომ მსხვილფეხა რქოსანი ცხოველები ცალკე სახელმწიფო რომ იყოს, ჰაერში მავნე აირების გამოყოფის მიხედვით მესამე ადგილას იქნებოდა ჩინეთისა და აშშ-ის შემდეგ.

სხვაობის მისაღებად აუცილებელი არ არის ვეგეტარიანელი ან ვეგანი გახდეთ, შეგიძლიათ ფლექსიტარიანელი ანუ ნახევრად ვეგეტარიანელი იყოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ძირითადად მცენარეული საკვები უნდა მივიღოთ. საქმე ისაა, რომ პროდუქციის წარმოება და მოხმარება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის პლანეტას.

4. რამდენად საზიანოა ხშირი მოგზაურობა თვითმფრინავით გარემოსთვის

თვითმფრინავები საწვავზე მუშაობენ და ჩვენ ჯერ ვერ გამოვიგონეთ მასშტაბური ალტერნატივა, რომნელიც ამ რეალობას შეცვლის. იყო მცდელობებიც, რომ თვითმფრინავს ფრთებზე დამონტაჟებული მზის პანელების შედეგად გამომუშავებული ენერგიის წყალობით ეფრინა და ამ ცდამ წარმატებითაც ჩაიარა, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ ათწლეულები გვაშორებს იმ მომენტს, როდესაც მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავი კომერციულ რეისებს შეასრულებს.

ერთი ჩვეულებრივი ორივე მიმართულებით განხორციელებული ტრანსატლანტიკური ფრენისას დაახლოებით 1,6 ტონა ნახშიროჟანგი გამოიყოფა, რაც დაახლოებით იგივეა რაც ინდოეთში ერთი ადამიანის მიერ წლის განმავლობაში გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობა. აქვე იკვეთება უთანასწორობა, რადგან მაშინ როდესაც კლიმატური ცვლილებები შეეხება პლანეტაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს მის გამწვავებაში განსაკუთრებული წვლილი ადამიანთა გაცილებით პატარა ჯგუფს შეაქვს. სწორედ ამიტომ გაჩნდნენ მეცნიერთა ჯგუფები, რომლებიც ფრენაზე უარს ამბობენ ან ნაკლებად დაფინავენ და უფრო მეტად ვირტუალურ კონფერენციებს აწყობენ.

5. უნდა შევცვალოთ თუ არა შოპინგთან დაკავშირებული ჩვევები?

სასურველია, რომ ასე მოვქცეულიყავით, რადგან ყველაფერს, რასაც ჩვენ ვყიდულობთ გარემოში მავნე აირების გამოყოფის თავისი კვალი აქვს იმის გამო, როგორ იწარმოება  და იმის გამო რამდენად ინტენსიურად ხდება მათი ტრანსპორტირება. მაგალითად ტანსაცმლის სექტორი წარმოების მიერ გამოყოფილი ნახშიროჟანგის 3%-ს შეადგენს. გარდა ამისა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის სათბურის აირებს გამოყოფს არასეზონურად მოყვანილი პროდუქცია, ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ შევიძინოთ ადგილობრივი წარმოებისა და სეზონური პროდუქცია.

6. უნდა ვიფიქროთ თუ არა იმაზე რამდენი ბავშვი ვიყოლიოთ?

კვლევამ აჩვენა, რომ ნაკლები ბავშვების ყოლა საუკეთესო გზაა კლიმატის ცვლილების შენელების პროცესში, რადგან ამგვარად გარემოს წელიწადში 60 ტონა ნახშიროჟანგს ავარიდებთ თავიდან.

იტალიაში მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში მთავრობა ოჯახს მიწის ნაკვეთს გადასცემს

ჩვენ ვიცით, რომ ყველა ადამიანი ბუნებაში ერთი და იმავე რაოდენობის ნახშიროჟანგს არ გამოყოფს საშუალოდ ერთ წელში ადამიანი 5 ტონა CO²-ს გამოყოფს, თუმცა ეს მაჩვენებელი განსხვავდება ქვეყნებისა და იქ არსებული პირობების მიხედვით: მაგალითად, ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც აშშ და სამხრეთ კორეაა, უფრო მაღალი მაჩვენებელია, სადაც წელიწადში ერთი ადამიანი 16,5 და 11,5 ტონა ნახშირორჟანგს გამოყოფენ, მაშინ როდესაც ფილიპინების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 1 ტონის ფარგლებში მერყეობს. ქვეყნის შიგნითაც კი არსებობს სხვაობა, რადგან მდიდარი ადამიანები გაცილებით მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფენ გარემოში, ვიდრე ღარიბები, რომლებსაც ბევრ სიკეთესა და მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდებათ. ასე რომ თუ მხედველობაში ვიღებთ ამ კითხვას, უნდა ვიფიქროთ თუ არა ბავშვების რაოდენობაზე? ალბათ უნდა იცოდეთ რომ გააჩნია სად ცხოვრობთ და ვინ ხართ.

7. აქვე აღსანიშნავია, რომ თქვენი ყოველდღიური ჩვევების ცვლილებით თქვენ ცვლით გარშემომყოფთა ჩვევებსაც, რადგან:

სოციალურმა მეცნიერებამ აჩვენა, რომ როდესაც ერთი ადამიანი დგამს ნაბიჯს გარემოს დაცვის მიზნით, მას ბაძავენ სხვებიც.

გთავაზობთ ოთხ მაგალითს:

როდესაც აშშ-ის ერთ-ერთ კაფეში მუდმივ კლიენტებს ეუბნებოდნენ, რომ ამერიკელების 30%-მა დაიწყო ნაკლები ხორცის მიღება ორჯერ იზრდებოდა ალბათობა იმის, რომ კლიენტი უხორცო ლანჩს შეუკვეთავდა.

ონლაინ-გამოკითხვამ აჩვენა, რომ ინტერვიუში მონაწილეთა ნახევარი, რომლებიც იცნობდნენ ვინმეს, ვინც გარემოს დაცვის მიზნით თქვა უარი ფრენებზე, ამბობდა, რომ ისინი ცდილობენ თვითმფრინავით ნაკლებად იმოგზაურონ.

კალიფორნიაში სახლის მფლობელები იმ უბნებში უფრო მეტად ცდილობდნენ მზის პანელების დამონტაჟებას, სადაც ის მეზობლებს უკვე ჰქონდათ.

ორგანიზატორების მცდელობა მოსახლეობა დაერწმუნებინა, რომ მზის პანელები დაემონტაჟებინათ 62%-ით უფრო წარმატებული იყო იმ შემთხვევაში, როდესაც იმ ადამიანებს, რომლებიც მოსახლეობის დარწმუნებას ცდილობდნენ სახლში თავად ჰქონდათ დამონტაჟებული პანელები.

წყარო: BBC

myquiz