თბილისში კიდევ ერთი საქალაქო პარკის გაშენება იგეგმება | Allnews.Ge

თბილისში კიდევ ერთი საქალაქო პარკის გაშენება იგეგმება

ზღვის უბანში, თემქის ხევის ტერიტორიაზე, დაახლოებით ერთ წლის შემდეგ ახალი პარკი გაშენდება.

ახალი პარკის მშენებლობის ადგილზე ტექნიკაა მობილიზებული და დასუფთავება-გაწმენდით სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი" ასრულებს.

ადგილზე დღეს თბილისის მერისა და საკრებულოს წარმომადგენლები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია და სხვა პირები იმყოფებოდნენ.

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, თემქის მოსახლეობას რამდენიმე წელიწადში ახალი საქალაქო პარკი ექნება, რომელიც გენგეგმითაა განსაზღვრული.

მისივე თქმით, პარკის მოსაწყობად საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ახალი საქალაქო პარკის დიზაინის შექმნის შემდეგ კი 12-13 თვეში უშუალოდ პარკის გაშენების სამუშაოები დაიწყება.

"ვფიქრობთ, რომ მდინარე, რომელიც დღეს კოლექტორშია მოქცეული, გაიხსნას და ჩვენ გვექნება უნიკალური სივრცე. პარკის ტერიტორია სულ 19ჰა შეადგენს. ამჟამად მიმდინარეობს ჰიდროლოგიური კვლევითი სამუშაოები, რომლითაც მოხდება, შესწავლა, თუ რამდენად არის შესაძლებელი მდინარის კოლექტორის გახსნა. ასევე, დაგეგმილია 7ჰა-ზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, ანუ ტერიტორიის ზედმეტი მცენარეებისგან გაწმენდა," - განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის მოცულობა ჯერ დაზუსტებული არ არის, რადგან მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია ჩასატარებელი.

myquiz