ცვლილებები და რეგულაციები, რომელიც დღეიდან ამოქმედდა | Allnews.Ge

ცვლილებები და რეგულაციები, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

დღეიდან, მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება და რეგულაცია შედის ძალაში. "ბიზნესპრესნიუსი" 1-ლი ნოემბრიდან დაგეგმილ რეგულაციებს გთავაზობთ:

სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე ჯარიმები მკაცრდება.

დღეიდან, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაღვევაზე ჯარიმები მკაცრდება. ადმინისტრაციულ სამართდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, ძირითად შემთხვევაში სანქციების რაოდენობა 10-ჯერ იზრდება. მათ შორის, თუ აქამდე სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა 50 ლარით ჯარიმდებოდა, 1-ლი ნოემბრიდან 500 ლარით დაჯარიმდება; ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა 100 ლარის ნაცვლად, 1000 ლარით დაჯარიმდება; საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობაზე ჯარიმა 600 ლარიდან 3 000 ლარამდე იზრდება და ა.შ.

ავტოგასამართი სადგურის, ბაზრობის და სასტუმროს მფლობელები დაზღვევის არქონის შემთხვევაში დაჯარიმდებიან

მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდა. მთავრობის დადგენილებით, მფლობელების მიერ მესამე პირის დაზღვევა შემდეგ ობიექტებზე მოქმედებს: - სავაჭრო ცენტრი, ბაზრობა, ავტოგასამართი/აირგასამართი სადგური, სასტუმრო. ხოლო ის სუბიექტები, რომელთაც აღნიშნული დაზღვევა არ ექნებათ, დღეიდან უკვე დაჯარიმდებიან.

კერძოდ, სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის მიერ მესამე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა – გამოიწვევს სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრის, ბაზრობის მფლობლის მიერ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისათვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას, ობიექტში ფუნქციონირებადი დაუზღვეველი კომერციული ობიექტების რაოდენობის 100 ლარზე ნამრავლის ოდენობით.

სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობის გამო, ავტოგასამართი და აირგასამართი სადგურების მფლობელები დაჯარიმდებიან თითოეული დაუზღვეველი სადგურის რაოდენობის 1 000 ლარზე ნამრავლის ოდენობით.

100 და მეტადგილიანი სასტუმრო-დასასვენებლი სახლის მფლობელის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს მფლობელის 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

დღეიდან "ვიზეარი" ბარგის გადატანის წესს ცვლის

დღეიდან "ვიზეარის" ბარგის გადატანის წესი იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს. კერძოდ, კომპანიის ცნობით, Basic ბილეთის საფასურში შევა მხოლოდ მცირე ხელბარგი, რომლის მაქსიმალური ზომებია: 40x30x20 სმ. მგზავრებს მისი ატანა თვითმფრინავის სალონში შეეძლებათ.

მგზავრებს, რომლებიც WIZZ პრიორიტეტის სერვისით სარგებლობენ, მცირე ზომის ხელბარგთან (40x30x20 სმ) ერთად, თვითმფრინავის სალონში შეუძლიათ აიტანონ სამგზავრო ჩანთაც, რომლის მაქსიმალური ზომებია: 55x40x23 სმ. ავიაკომპანიამ ასევე დაამატა 10 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგის სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება უკვე არსებულ 20 და 32 კგ-იან ვარიანტებთან ერთად.

კიდევ ერთი ამოქმედებული ცვლილების შესახებ წაიკითხეთ bpn.ge-ზე

myquiz