თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია | Allnews.Ge

თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ 12-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზების დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული გზის კმ 1-11 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

"უსაფრთხოების მიზნით, თუშეთის მიმართულებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოდგომაზე, მეტეორეოლოგიური პირობების შესაბამისად იკეტება და გაზაფხულზე იხსნება", - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

myquiz