შსს 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების ვიდეომასალას ავრცელებს | Allnews.Ge

შსს 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების ვიდეომასალას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გორში 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. კადრებში ასევე ნაჩვენებია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ადგილი, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გორში 8 წლის გოგონა გუშინ გაუჩინარდა, რომელიც რამდენიმე საათში გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე 33 წლის, წარსულში ნასამართლევი მამაკაცია დაკავებული, რომელიც გოგონას მეზობელი სახლში სარემონტო სამუშაოებზე მუშაობდა.

რატომ მოხვდა 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 2004 წელს ომბუდსმენის ანგარიშში

მოკლული გოგონას ბაბუა - დაკავებული, სავარაუდოდ, პედოფილია - სახალხოდ უნდა დავწვათ!

myquiz