8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცია დაკავებული | Allnews.Ge

8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცია დაკავებული

გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცია დაკავებული. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში განცხადება გაკეთდა.

2010 წელს დაბადებული გოგონა სახლიდან გუშინ საღამოს გავიდა. ის რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

myquiz