თბილისში 4000 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა | Allnews.Ge

თბილისში 4000 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

საბურთალოს რაიონში, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩის კვეთაზე სამშენებლო კომპანია „ქონსთრაქშენ სერვისმა“ სამუშაოების დროს 450მმ-იანი ცენტრალური გაზსადენი დააზიანა. როგორც "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" გვაცნობეს, შედეგად საბურთალოს რაიონში 4000 საყოფაცხოვრებო და კომერციულ აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია კომპანია "ყაზტრანსგაზ - თბილისის" საავარიო სამსახურის ბრიგადები. გაზსადენის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

აღნიშნულ მონაკვეთზე გაზმომარაგების აღდგენა 23 ოქტომბერს დილის 9:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და სრულად აღდგება 17:00 საათამდე.

კომპანია "ყაზტრანსგაზ - თბილისი" ბოდიშს გიხდით შემქნილი დისკომფორტის გამო.

myquiz