ხანმოკლე წვიმა და ნისლი - როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეების განმავლობაში? | Allnews.Ge

ხანმოკლე წვიმა და ნისლი - როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეების განმავლობაში?

13 ოქტომბერს, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ქარი, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერდება - აღნიშნული ინფორმაცია Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ მიაწოდა.

სინოპტიკოსის თქმით, ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას ისევ ვინარჩუნებთ დაბლობ რაიონებში 25-30 გრადუსის ფარგლებში, მთიან რაიონებში 23-28 გრადუსი დაფიქსირდება, მაღალმთიან რაიონებში კი 18-23 გრადუსი იქნება მაქსიმალური ტემპერატურა.

"რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ 13 ოქტომბერს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. შიდა ქართლში დროგამოშვებით გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. 13 ოქტომბერს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, განსაკუთრებით, კახეთის რეგიონსა და თბილისში, მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია დაახლოებით 15-20 გრადუსი, კახეთის რეგიონში იქნება 16-18 გრადუსი და შიდა ქართლში კი 18-20 გრადუსამდე. სამცხე-ჯავახეთში მოსალოდნელია 20-22 გრადუსი ტემპერატურა და მაღალმთიან რაიონებში 12-17 გრადუსი და ზოგან 23 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა"- თქვა დოდო გვაზავამ.

დედაქალაქში შაბათს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლოა ღრუბლიანობა ოდნავ ჭარბობდეს. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 16-18 გრადუსამდე. 14 ოქტომბერს დღის პირველი ნახევარი ღრუბლიანი იქნება, დღის მეორე ნახევრიდან კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა შაბათთან შედარებით მოიმატებს და 19-21 გრადუსი დაფიქსირდება.

myquiz