ზესტაფონს ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა | Allnews.Ge

ზესტაფონს ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა

ზესტაფონში, კლინიკა "ფერომედთან" მისასვლელი გზა ჩაკეტილია. გზის ჩაკეტვა ძლიერი ქარის შედეგად მოთხრილმა ხემ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა გზა ამ დრომდე არ გახსნილა. ადგილობრივები მომხდარის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

"საავადმყოფოში პაციენტი ვერ მივა. რამდენიმე საათია უკვე ხის მოჭრა და გზის გათავისუფლება ვერ მოახერხეს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა მცხოვრებმა მურთაზ კაპანაძემ.

myquiz