ძლიერი ქარის გამო სათაფლიის ნაკრძალში ვიზიტორთა მიღება შეჩერებულია | Allnews.Ge

ძლიერი ქარის გამო სათაფლიის ნაკრძალში ვიზიტორთა მიღება შეჩერებულია

ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეექმნა სათაფლიის ნაკრძალს, სადაც ამ დროისთვის ვიზიტორთა მიღება შეჩერებულია. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, სათაფლიას აღკვეთილში ძლიერი ქარის გამო ბილიკებზე ჩამოცვენილია ხის ტოტები და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ვიზიტორთა მიღება სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება.

ტურისტული ობიექტი "სათაფლია" ქუთაისის მახლობლად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა, სადაც სათაფლიის მღვიმე და დინოზავრის ნაკვალებია არის დაცული.

myquiz