ყველაფერი ბიზნესის დასაწყებად და ჩემი სტარტაპისთვის! | Allnews.Ge

ყველაფერი ბიზნესის დასაწყებად და ჩემი სტარტაპისთვის!

13 ოქტომბერს Expo Georgia-ში წელს უკვე მეორედ ტარდება საქართველოში ყველაზე მასშტაბური საგამოფენო ღონისძიება - Start in Georgia, მეწარმეებისთვის და ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის.

აღნიშნული ღონისძიების უმთავრესი მიზანია მეწარმეებს, სტარტაპერებს და ბიზნესის დაწყების მსურველებს მივაწოდოთ მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია. გავზარდოთ მეწარმეობის სურვილი და წვლილი შევიტანოთ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში.

გამოფენა უპრეცენდენტოა, რადგან ერთ სივრცეში არის შესაძლებელი ბიზნესის დამწყებმა და სტარტაპერმა გადაჭრას ყველა გამოწვევა, რომელიც სწორი სტარტის აღებას უწყობს ხელს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით 2014 წლიდან 2016 წლის საშუალო მონაცემებით 37278 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, ხოლო იგივე წლების საშუალო მონაცემებით 23436 საწარმოს გარდაცვალება მოხდა. ზემოთ აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია მეწარმეების მიერ დასაწყისშივე მოხდეს სწორი სტარტის აღება, რაც ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

შარშანდელი ღონისძიებისგან განსხვავებით წელს ვიზიტორების გაორმაგებულ რაოდენობას, 10 000 ვიზიტორს ველოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ყველა ის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია, რომლებსაც

ექსკლუზიური შეთავაზებები აქვთ უკვე არსებული, დამწყები და მომავალი მეწარმეებისთვის.

ეს კომპანიებია:

✅ ბიზნეს აქსელერატორები და ინკუბატორები;

✅ დაფინანსების პროგრამები;

✅ ბიზნეს საკონსულტაციო, იურიდიული და მარკეტინგული კომპანიები;

✅ სახელმწიფო პროგრამები;

✅ ბიზნესის დაწყებისთვის ხელშემწყობი პროგრამები/პროექტები და სერვისები

ღონისძიების სპონსორია კომპანია ,,დირსი’’ რომელიც სრულიად ახალი პროდუქტით შემოდის ბაზარზე და სპეციალურად მეწარმეებისთვის ქმნის სივრცეებს, მათზე მორგებული პირობებით. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ძალიან ბევრი სიახლე ელოდებათ, საინტერესო სპიკერები, ასევე ძალიან საინტერესო თემებით მზად არიან გამოცდილების გაზიარებისთვის. გამოფენის შედეგად, ყველა მომავალი და უკვე არსებული მეწარმე უფრო მეტად ინფორმირებული, მომზადებული და მოტივირებული იქნება იმისათვის, რომ დაიწყოს საკუთარი ბიზნესი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/StartInGeorgia/

ივენთის ბმული: https://www.facebook.com/events/2168120846799086/

myquiz