ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან ისევ კლინიკაში გადაჰყავთ | Allnews.Ge

ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან ისევ კლინიკაში გადაჰყავთ

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ისევ კლინიკაში გადაჰყავთ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მერაბიშვილის ადვოკატმა, სტეფანე თუმანიშვილმა განუცხადა.

ადვოკატისთვის უცნობია, ამჯერად რას უკავშირდება მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანა. დეტალების დასაზუსტებლად ის კლინიკაში ამ წუთებში მიემართება.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილს 2 თვეზე მეტია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რის გამოც სამოქალაქო კლინიკაში რამდენჯერმე გადაიყვანეს და სხვადასხვა სახის გამოკვლევა ჩაუტარეს.

myquiz