საქართველოში 33 გრადუსამდე დათბება - ნახეთ ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

საქართველოში 33 გრადუსამდე დათბება - ნახეთ ამინდის პროგნოზი

უახლოეს დღეებში საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს. როგორც AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა ხვალ 28 გრადუსამდე, 30 სექტემბერს კი 31 გრადუსამდე მოიმატებს. 1 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში 33 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა. დღეს სიგრილე და ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა ხვალიდან ამინდი გაუმჯობესდება, ტემპერატურა 23-28 გრადუსამდე მოიმატებს. 30 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერი 30 გრადუსამდე დათბება.

1 ოქტომბერს კი ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს, თბილისში დღის საათებში მცირე წვიმას ვარაუდობენ.

myquiz