ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე რეაგირების გამკაცრება იგეგმება | Allnews.Ge

ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე რეაგირების გამკაცრება იგეგმება

ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე რეაგირების გამკაცრება იგეგმება. ამ მიზნით, კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია, რომლის ავტორებიც პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, გოგა გულორდავა და კობა ლურსმანაშვილი არიან.

კერძოდ, საუბარია, ტრანსპორტით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრების უბილეთო მგზავრობაზე, ასევე, ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანაზე კონტროლის გამკაცრებაზე.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, გამომდინარე იქიდან რომ საჯარიმო ქვითრის შედგენა ხდებოდა ხელით, დიდი იყო ალბათობა რომ არასწორი ინფორმაცია მიეთითებინა ოქმის შემდგენელს, რა შემთხვევაშიც საჯარიმო ქვითარი უქმდებოდა.

"სამართალდამრღვევი პიროვნების დადგენა პრაქტიკაში ვერ ხორციელდება, მოწმეთა არარსებობის ან მათ მიერ ინფორმაციის არასრულად/არასწორად მიწოდების, ასევე, პოლიციაში მიყვანასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, ვინაიდან, უშუალოდ დამჯარიმებელ პირს სამართალდამრღვევის პოლიციაში იძულებით მიყვანის ან/და საპატრულო პოლიციის მისვლამდე დაყოვნების ბერკეტი არ გააჩნია. მაგალითისთვის, 2009 წლის ნოემბრიდან 2010 წლის ივნისის ჩათვლით, აღსრულების მიზნით გაგზავნილი 23 175 საჯარიმო ქვითრიდან, არასწორად შევსებული მონაცემების გამო, ხარვეზით დაბრუნებულ იქნა 11 189, რის შედეგადაც საჯარიმო ქვითარი გაუქმდა და სამართალდამღვევი პირის ჩადენილ ქმედებაზე ვერ განხორციელდა ადმინისტრაციული სახდელის დადება.

წაიკითხეთ დასასრული bpn.ge-ზე

myquiz