თბილისის ქუჩები, სადაც დღეს გაზის და დენის მიწოდება შეწყდება | Allnews.Ge

თბილისის ქუჩები, სადაც დღეს გაზის და დენის მიწოდება შეწყდება

დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციისა და ახალი აბონენტების გაზის ქსელზე დაერთების მიზნით, 26 სექტემბერს კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" გეგმავს გაზმომარაგების დროებით შეზღუდვას.

როგორც კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" გვაცნობეს, კომპანია ზამთრის სეზონზე მომხმარებელთა უწყვეტი და სტაბილური გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს სამუშაოებს, რომელთა შედეგადაც შესაძლებელი გახდება დედაქალაქს მიეწოდოს ბუნებრივი გაზის აუცილებელი დამატებითი რაოდენობა მასზე სეზონურად გაზრდილი მოთხოვნის პირობებში;

აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში 26 სექტემბრის დილის 10:00 საათიდან იგეგმება გაზმომარაგების დროებითი შეზღუდვა სამგორში ჭიჭინაძის, გუმათჰესის, იდუმალას, ცისკარიშვილის, ქიზიყის, თვალჭრელიძის, II ნავთლუღის დასახლების, აფრიკის დასახლებაში 360-ე კმ-ის მიმდებარედ - სანაძის, გურჯიევის, საჯაიას, ფაღავას, ენუქიძის, ერმაკოვისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე.

გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 27 სექტემბრის დილიდან და სრულად განხორციელდება იმავე დღის 18:00 საათისთვის.

26 სექტემბერს ასევე დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციისა და ახალი აბონენტების გაზის ქსელზე დაერთების მიზნით, კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" გეგმავს გაზმომარაგების დროებით შეზღუდვას შემდეგ მისამართებზე: საბურთალოზე, ფანასკერტელის 14, ვაკეში, ფალიაშილის 80 – 11:00-დან 13:00 საათამდე; საბურთალოზე, ფანასკერტელის 18 – 11:00-დან 15:30 საათამდე; საბურთალოზე, შევარდენიძის ქ. 1, 3, 5, 7, 9, 11, საბურთალოს ქ. 3კ, 26, 30, 30ა, 31/10, 37/4, 40, 41, 42, 43-1, 43-2, 43-3, 55, 57კ, 59ბ, 59კ, 61კ, 63, 63კ, 65კ, 67კ - 11:00-დან 18:00 საათამდე; ჩუღურეთში, აჭარის 10 – 11:00-დან 17:00 საათამდე;

სოფელი თხინვალას მოსახლეობის ნაწილს - 11:00-დან 16:00 საათამდე;

"ყველა მომხმარებელი, რომელსაც შეეხება გაზმომარაგების შეზღუდვა და ამავდროულად, სარგებლობს შესაბამისი მომსახურებით, ინფორმირებულია მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში - 2404004", - ნათქვამია კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებაში.

რაც შეეხება ელექტროენერგიას,  "თელასის" ცნობით, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 26 სექტემბერს თბილისის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კერძოდ, ნაძალადევის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზედაზენის, კოკინაკის, სააკაძის, ჯავის, რიონჰესის, იმერეთის, ბენდელიანის, ბეჟანიშვილის და ლომთათიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის (ნაწილობრივ), კოლხეთის და რომის ქუჩების მცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის და ჭავჭავაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჭოროხის და უზნაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

myquiz