როდის დასრულდება საგზაო სამუშაოები დედაქალაქში | Allnews.Ge

როდის დასრულდება საგზაო სამუშაოები დედაქალაქში

თბილისის ქუჩებში საგზაო სამუშაოები 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერმა, კახა კალაძემ საცობებთან და ქუჩებში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ქალაქში საცობები საგზაო სამუშაოებს არ უკავშირდება, არამედ ამის მიზეზი მომრავლებული ავტომობილებია.

"ავტომობილების რაოდენობა დედაქალაქში ყოველწლიურად 6-7% იზრდება. სატრანსპორტო პოლიტიკა ითვალისწინებს იმას, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს",- განაცხადა მერმა.

რაც შეეხება საგზაო სამუშაოებს, მისი განმარტებით, ყველაზე რთული ეტაპი დასრულებულია.

"საგზაო სამუშაოების ყველაზე რთული ეტაპი რაც იყო: გადათხრები, კომუნიკაციების შეცვლა, სანიაღვრეების მოწყობა, ყველა ლოკაციაზე დასრულდა, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მხრივ ყველაზე რთული იყო ბარათაშვილის აღმართი, კოსტავა-შარტავას ქუჩები და მისი განშტოებები. ამ ქუჩებზე მოასფალტების პირველი ფენა გაკეთდა. კეთილმოწყობის სამუშაოები გაგრძელდება, რაც გულისხმობს კუნძულების მოწყობას, ბორდიურების შეცვლას, ტროტუარებისა და გარე განათების მოწესრიგებას. სამუშაოები 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება", - განაცხადა კალაძემ.

myquiz