1 ოქტომბრიდან პერიოდული ტექდათვალიერების მესამე ფაზა ამოქმედდება - როგორ მანქანებს შეეხება სავალდებულო ინსპექტირება? | Allnews.Ge

1 ოქტომბრიდან პერიოდული ტექდათვალიერების მესამე ფაზა ამოქმედდება - როგორ მანქანებს შეეხება სავალდებულო ინსპექტირება?

1-ლი ოქტომბრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ფაზა ამოქმედდება. როგორც ეკონომიკის სამინისტროდან გვაცნობეს, ინსპექტირება სავალდებულო იქნება ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3,000 კუბური სმ ან მეტია.

ავტომობილი მოწმდება შემდეგ პარამეტრებზე: გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილები, საბურავები, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწმობილობა. ტექნიკური ინსპექტირების გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით განთავსებულ ინსპექტირების ცენტრებში.

ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან მათი კატეგორიისა და რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მათ მიმართ გამოყენებული იქნება საჯარიმო სანქციები.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის საინფორმაციო ხელშეწყობის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტოს სააგენტოში შექმნილია ცხელი ხაზი (1484), რომელიც მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს 10:00- დან 18:00 სათამდე. ქოლ-ცენტრი ასევე იმუშავებს 29-30 სექტემბერს (შაბათ-კვირას) 10:00 - დან 18:00 საათამდე.

myquiz