ახალი რეგულაციები, რომლებიც თამბაქოსთან დაკავშირებით ამოქმედდა | Allnews.Ge

ახალი რეგულაციები, რომლებიც თამბაქოსთან დაკავშირებით ამოქმედდა

1-ლი სექტემბრიდან თამბაქოს მანქანიდან გადმოუსვლელად შეძენაც აიკრძალა.

გარდა ამისა, სიგარეტის კოლოფზე გამოჩნდება გაზრდილი მოცულობის პიქტოგრამები, სადაც ასახული იქნება ის დაავდებები, რომელსაც თამბაქოს მოწევა იწვევს. ამის შესახებ "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ რადიო პალიტრას ეთერში, გადაცემაში "საქმე" სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, კანონის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარით, განმეორების შემთხვევასი კი, 4000 ლარით განისაზღვრება.

ცნობისთვის, 1-ლი სექტემბრიდან თამბაქოს შესახებ კანონით გათვალისწინებული კიდევ ერთი რეგულაცია ამოქმედდება. კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა კი 4 000 ლარის ოდენობით.

"კიდევ ახალი რეგულაცია 1-ლი სექტემბრიდან იქნება ის, რომ ასევე იკრძალება მანქანიდან გადმოუსვლელად თამბაქოს შეძენა. აქაც სანქციები იგივეა, 2000 ლარი პირველ ჯერზე და განმეორების შემთხვევაში - 4000 ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ იგივე ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სადაც რამდენიმე drive tobacco-ა, ეს ჯიხურები კი არ უქმდება, უბრალოდ ფანჯარა ექნება სხვა მხრიდან, რომ მანქანიდან გადმოუსვლელად პირმა იდენტიფიცირების გარეშე ვერ შეძლოს თამბაქოს ნაწარმის შეძენა და ასევე საფრთხე არ შუქმნას მოძრაობას",-განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

მისი თქმით, 1-ლი სექტემბრიდან მეწარმეები ასევე ვალდებულები იქნებიან სიგარეტის კოლოფებზე თამბაქოს მოწევით გამოწვეული დაავდებების პიქტოგრამები განათავსონ. განაგრძეთ კითხვა

myquiz