ზაზა ფაჩულიას სახელით მისმა ბუღალტერმა 800 ათასი მიითვისა | Allnews.Ge

ზაზა ფაჩულიას სახელით მისმა ბუღალტერმა 800 ათასი მიითვისა

NBA-ში მოასპარაზე ქართველი კალათბურთელის ზაზა ფაჩულიასა და მისი მეუღლის ყოფილი ბუღალტერი თაღლითობის გამო დააკავეს.

კალათბურთელის ყოფილმა ბუღალტერმა რენდი დი უსოუმ ფაჩულიას სახელით 800 ათასი დოლარი მიითვისა. როგორც SPORTALL.GE წერს, 62 წლის რენდი დი უსოუს ბრალი ორი მუხლით აქვს წაყენებული - სახელმწიფო ქონების მითვისებისა და პირადი ინფორმაციის მოპარვის მუხლებით. პირველი ბრალდება სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 250 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმას, მეორე კი 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, უსოუმ დანაშაული აღიარა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 3 წლის ვადით პატიმრობა შეეფარდა. ამასთან, ფაჩულიას ყოფილ ბუღალტერს ჯარიმის სახით 618.45 დოლარის გადახდაც დაეკისრა.

რენდი დი უსოუ ვაშინგტონში Randy Usow Accounting-ის მფლობელია, ზაზა ფაჩულია კი 2004 წელს გაიცნო. კალათბურთელისა და მისი მეუღლის სახელით თანხა თაღლითურად 2011-2015 წლებში მიითვისა. ფაჩულიამ და მისმა მეუღლემ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, რადგან საბუთებში რეალური შემოსავალი 164 ათასი დოლარი იყო მითითებული, დანარჩენს კი რენდი დი უსოუ თავის ანგარიშზე რიცხავდა.

ორი წლის წინ ფაჩულიებმა დი უსოუს სასამართლოში უჩივლეს, მაგრამ მან დაარწმუნა, რომ ვითარებას გამოასწორებდა.

იხილეთ სტატია

myquiz