ავტობანზე 7 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა | Allnews.Ge

ავტობანზე 7 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა, რასაც დამატებით 7 მსუბუქი ავტომობილის ერთმანეთთან შეჯახება მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ქვეითად მოსიარულე, რომელიც ავტომაგისტრალის გადაკვეთას ცდილობდა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. რაც შეეხება მსუბუქ ავტომობილებში მყოფ მგზავრებს, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

შემთხვევა შავშების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს- ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხილის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე. აღნიშნული მუხლი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ადგილზე ამ წუთებში მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მომხდარი ავარიის გამო კი მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია.