მაშველებმა შავი ზღვიდან საფრანგეთის 4 მოქალაქე გამოიყვანეს | Allnews.Ge

მაშველებმა შავი ზღვიდან საფრანგეთის 4 მოქალაქე გამოიყვანეს

ბათუმთან, შავი ზღვიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, საფრანგეთის 4 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ტურისტები სანაპიროდან 5 კმ-ში კატარღით სეირნობდნენ, რომელიც მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა და ტურისტებმა ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს.

ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

myquiz