აჭარაში, მდინარე ჭოროხში 51 წლის მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ | Allnews.Ge

აჭარაში, მდინარე ჭოროხში 51 წლის მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ

აჭარაში, მდინარე ჭოროხში 51 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებს სამაშველო სამსახურის თანამშრომლები უკვე მეორე დღეა ახორციელებენ.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი თანხმლებ პირებთან ერთად გუშინ პიკნიკზე იმყოფებოდა, მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.

უწყების ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა 15-კაციანი ჯგუფი სამძებრო სამუშაოებს მდინარე ჭოროხსა და შავ ზღვაში აწარმოებს. ადგილზე მუშაობენ მყვინთავებიც.

myquiz