თბილისიდან სტამბოლში მიმავალი თვითმფრინავის ავარიულად დაშვების მიზეზი სავარაუდოდ, ძრავში ფრინველის მოხვედრა იყო | Allnews.Ge

თბილისიდან სტამბოლში მიმავალი თვითმფრინავის ავარიულად დაშვების მიზეზი სავარაუდოდ, ძრავში ფრინველის მოხვედრა იყო

თბილისიდან სტამბოლში მიმავალი თვითმფრინავის ტრაპზონში ავარიულად დაშვების მიზეზი სავარაუდოდ, ძრავში ფრინველის მოხვედრა იყო.

როგორც ერთ-ერთმა მგზავრმა, ხატია ტყებუჩავამ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, მფრინავმა გამოაცხადა, რომ ძრავთან დაკავშირებული პრობლემები იყო.

"მფრინავმა გამოაცხადა, რომ ძრავთან დაკავშირებით პრობლემა იყო და თვითმფრინავს ავარიული დაშვება უნდა განეხორციელებინა", - განაცხადა ხატია ტყებუჩავამ.

ტრაპიზონში გენერალური კონსულის მოადგილის, გიორგი ყუშიტაშვილის თქმით, პირველადი მონაცემებით, ავარიული დაშვება ფრინველების გადაფრენამ გამოიწვია. მისივე თქმით, მგზავრები სტამბოლში უკვე სხვა თვითმფრინავით გაფრინდნენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისიდან სტამბოლში მიმავალი თვითმფრინავი ტრაპზონის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

რა საფრთხეს უქმნის ჩიტი თვითმფრინავს?

myquiz