საგამოძიებო სამსახურმა NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 3 791 მობილური ტელეფონი ამოიღო | Allnews.Ge

საგამოძიებო სამსახურმა NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 3 791 მობილური ტელეფონი ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ორი ფაქტი გამოავლინეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, "ქვემო ქართლის და იმერეთის რეგიონებში, მობილური ტელეფონებითა და მისი აქსესუარებით მოვაჭრე ორი მეწარმე სუბიექტი ჩინური წარმოების იაფფასიანი მობილური ტელეფონების ნიშანდებას NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით ახდენდა და მის რეალიზაციას ბრენდირებული ტექნიკის სახით ახორციელებდა".

გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 3 791 მობილური ტელეფონი.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

myquiz