პრეზიდენტის სასახლე "მეფეთა მუზეუმად" უნდა გადაკეთდეს - მოქალაქის იდეა მერს | Allnews.Ge

პრეზიდენტის სასახლე "მეფეთა მუზეუმად" უნდა გადაკეთდეს - მოქალაქის იდეა მერს

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ვებგვერდზე 168 მიმდინარე, 175 დაბლოკილი, 466 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 9 იდეა განხილვის პროცესშია, ორი კი უკვე შეთანხმებულია.

მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთი იდეის ავტორი თბილისში პრეზიდენტის სასახლისთვის ახალი ფუნქციის მინიჭებაზე საუბრობს. კერძოდ, მოქალაქის აზრით, შენობა "მეფეთა მუზეუმად" უნდა გადაკეთდეს.

კედლის საფერფლეები ქუჩებში და მწოლიარე შუქნიშანი - 10 საინტერესო იდეა, რომელიც მოქალაქეებმა თბილისის მერს წარუდგინეს

"შემდეგი საქართველოს პრეზიდენტი (ლოგიკურად) დღევანდელ პრეზიდენტის სასახლეში აღარ დაიდებს ბინას, სწორედ ამიტომ შემოვდივარ წინადადებით: ე.წ პრეზიდენტის სასახლე გადავაკეთოთ "მეფეთა მუზეუმად". კერძოდ შენობის ინფრასტრუქტურას არ დასჭირდება დიდად შეცვლა, გავაკეთოთ ჩვენი მეფეების ცვილის ფიგურები (შესაძლებელია გარდაცვლილი პრეზიდენტებიც) თან დავურთოთ საინფორმაციო დაფა და აუდიო ისტორია მისი მეფობის მნიშვნელოვან ეპიზოდებზე, რათა ტურისტებმა (და ეჭვი მაქვს ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემაც) შეძლონ მათთვის გასაგებ ენაზე მოისმინონ ისტორიები საქართველოს მეფეებისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და გარდამტეხი თარიღების შესახებ.

ამავე შენობაში გამოიყოფა სივრცე, სადაც შეგვიძლია სუვენირების სახით გავყიდოთ საქართველოსთან ასოცირებული სიმბოლიკები (დროშა, გერბი, თუნდაც მეფეების მინი ფიგურები და ა.შ).

სასახლე იქნება ფინანსურადაც შემოსავლიანი, ასევე მოხდება ტურისტების ინფორმირება სუფრისა და სადღეგრძელოების გარეთ. შენობა გახდება სავიზიტო ბარათი, სადაც მოსულ ადამიანს შესაძლებლობა ექნება თუნდაც ერთ დღეში წარმოდგენა შეიქმნას საქართველოს ისტორიისა და მდიდარი წარსულის შესახებ. იხილეთ გაგრძელება

myquiz