თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზი ავარიულად შეუწყდა - "ყაზტრანსგაზ თბილისი" განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზი ავარიულად შეუწყდა - "ყაზტრანსგაზ თბილისი" განცხადებას ავრცელებს

კომპანია "ყაზტრანსგაზ - თბილისთან" შეუთანხმებელი სამუშაოებისას, სამშენებლო კომპანია "ქონსტრაქშენ სერვისმა" საბურთალოს რაიონში, კარტოზიას #8-ში, 450 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი დააზიანა. ამის შესახებ კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისიდან" გვაცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დაზიანების შედეგად, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზმომარაგება ავარიულად შეიზღუდა შემდეგ მისამართებზე: კახა შევარდენიძის, გივი კარტოზიას, ყაზბეგის გამზ. 18, 20, 25, საბურთალოს 57კ, 59კ, 61კ, 63კ, 65კ, 67კ, ზაქარიაძის, ასათიანის, ვ.ფშაველას გამზირი 37, 39, ვ.ფშაველას ჩიხსა და შესახვევში მდებარე კორპუსები, შალვა ნუცუბიძის ქ. 2-დან 50-ის ჩათვლით, 1-დან 57-ის ჩათვლით, დელისის ქუჩის დასაწყისს, დელისის 3, ასევე თამარაშვილის ქ. 13 (მ2)-ის ტერიტორია, ზემო-ვეძისის, ვ. ჩიქოვანის, მეგრელაძის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილი; გაზმომარაგება შეუწყდა მათ შორის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სამედიცინო უნივერსიტეტს, სასტუმრო "ბათესტა"-ს, შპს "ავერსის კლინიკა"-ს, ასათიანის ქუჩაზე – დაავადებათა კონტროლის ცენტრს და სხვა კომერციულ ობიექტებს.

კომპანიის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია "ყაზტრანსგაზ - თბილისის" სწრაფი რეაგირების ბრიგადები, რათა დროულად აღდგეს უსაფრთხო გაზმომარაგება.

როგორც "ყაზტრანსგაზ თბილისში" აცხადებენ, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 18 ივლისის დილის 09 საათიდან და დასრულდება 16:00 საათისთვის.

"კომპანია "ყაზტრანსგაზ - თბილისი" ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტისთვის და მოსახლეობას მოუწოდებს დაკეტილ მდგომარეობაში იქონიოს გაზის ონკანები და არ დატოვოს უყურადღებოდ გაზის დანადგარები. კომპანიის ცნობით, მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის", - ნათქვამია განცხადებაში.

myquiz