ბათუმის აეროპორტში ბავშვი დაიბადა | Allnews.Ge

ბათუმის აეროპორტში ბავშვი დაიბადა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბავშვი დაიბადა. ურალის ავიახაზების მგზავრს, რომელიც ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა ნაადრევი მშობიარობა გაფრენის დარბაზში დაეწყო. ინფორმაცია ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორიუსო აეროპორტების Facebook გვერდზე 17 საათის წინ არის გამოქვეყნებული.

TAV Georgia-ს ინფორმაციით, მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო. მშობიარობის პროცესში ექიმს TAV-ის პერსონალი ეხმარებოდა. Facebook გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ.

myquiz