იხილეთ თბილისის უბნები, სადაც ხვალ დენის მიწოდება შეწყდება | Allnews.Ge

იხილეთ თბილისის უბნები, სადაც ხვალ დენის მიწოდება შეწყდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 12 ივლისს, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

"თელასის" ცნობით, კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთავის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 01:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო "ახმეტელი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის "ა" მიკრორაიონის, წყალსადენის, ფეიქართა და შეშელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის გზატკეცილის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის, გელა ჭედიას, ლაზოს, ქერჩის, ჯანჯღავას, კაჭარავას, ელეფთერ ანდრონიკაშვილის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, ჯანაშიას, შანიძის, ხორავას, თარხნიშვილის, ინოლა გურგულიას, სვანიძის, დიმიტრი ბაქრაძის, ყაზბეგის, გუდაურის, ბარნოვის და ერეკლე ტატიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაისუბნის და ბუხაიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV, V კვარტლების, რომელაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და საბურთალოს ქუჩის მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს.

myquiz