ჭუბერში შემავალი 10 სოფლიდან 7 გარესამყაროსაა მოწყვეტილი - სოზარ სუბარი | Allnews.Ge

ჭუბერში შემავალი 10 სოფლიდან 7 გარესამყაროსაა მოწყვეტილი - სოზარ სუბარი

ამაღამ მოსალოდნელია ნალექი, თუმცა ამ მომენტისთვის მდინარის დონის მომატება არ შეინიშნება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა განუცხადა.

სოზარ სუბარის ინფორმაციით, ჭუბერში შემავალი ათი სოფლიდან 7 გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

მისივე განცხადებით, სამ სახლს ემუქრება დანგრევის საფრთხე, აქედან 2 სახლთან დაკავშირებით შესაბამისი სამუშაოები ვერ ტარდება, ხოლო ერთ სახლთან მიმართებით სამაშველო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ, რათა არ მოხდეს წყლის შესვლა.

"ამაღამ მოსალოდნელია ნალექი, თუმცა ამ ეტაპზე მდინარის დონის მომატება არ შეინიშნება. საფრთხე მომატებული არ არის, თუმცა ჯერ კიდევ არის გზის მთელი მონაკვეთები, რომელზეც მიდის მუშაობა. ჭუბერში შემავალი ათი სოფლიდან შვიდი მოწყვეტილია გარესამყაროს. მანქანებს არ უშვებენ, ვინაიდან საფრთხეა, რომ გზა ჩამოინგრეს, თუმცა ვფიქრობთ, რომ საღამომდე შევძლებთ მყარი კონსტრუქციის გაკეთებას. ზედა სოფლიდან დღის განმავლობაში იგეგმება 5 ადამიანის გამოყვანა, მათ შორის ბავშვების. დღის ბოლოს, დაახლოებით 20-ზე მეტი სატვირთო მანქანა და 10-მდე ექსკავატორი იქნება და ბევრად მეტი საქმის გაკეთებას შეძლებენ. აღნიშნული მოგვცემს საშუალებას, რომ მოვახდინოთ მდინარის კალაპოტის კორექტირება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

myquiz