ვადაგასული მედიკამენტების განადგურების წესის დარღვევა - რა შეუსაბამობები დაუდგინდათ აფთიაქებს | Allnews.Ge

ვადაგასული მედიკამენტების განადგურების წესის დარღვევა - რა შეუსაბამობები დაუდგინდათ აფთიაქებს

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" ბოლო ერთი წლის საქმიანობის შესწავლის შედეგებს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობის შესაბამის სტრუქტურებს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროების გამკაცრებული კონტროლისკენ მოუწოდებს.

"ახალგაზრდა ადვოკატების" ცნობით, შესწავლის პროცესში საყურადღებო აღმოჩნდა მონიტორინგის შედეგები აფთიაქების საქმიანობის მიმართ.

მედიკამენტებს სინამდვილეში ვადა არ გასდის - კვლევის შედეგები

კერძოდ, შესწავლილი მასალების თანახმად, აფთიაქების საქმიანობის მიმართულებით გამოვლინდა შემდეგი ტიპის დარღვევები: ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციის, აღრიცხვისა და გაფორმების წესების დარღვევა, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევა, ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქციის განადგურების წესის დარღვევა, ფარმაცევტული პროდუქციის შენახვის პირობების დარღვევა, აფთიაქის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დარღვევა. აგრეთვე საგულისხმოა, რომ გამოვლენილია უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის ფაქტებიც ანუ ისეთი შემთხვევები, როდესაც აფთიაქი საქმიანობას ახორცეიელებს შესაბამისი ლიცენზია/ნებართვის გარეშე. იხილეთ გაგრძელება

myquiz