გაზზე მომუშავე 14-16 წლის ავტომობილები, რომელთაც ტექინსპექტირება არ გაუვლიათ, დაჯარიმდებიან | Allnews.Ge

გაზზე მომუშავე 14-16 წლის ავტომობილები, რომელთაც ტექინსპექტირება არ გაუვლიათ, დაჯარიმდებიან

აირბალონებზე მომუშავე ავტომობილების ნაწილს ტექდათვალიერების გავლის ვადა 1 ივლისს ამოეწურათ. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლებს ტექდათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნებათ, 100 ლარით დაჯარიმდებიან.

რეგლამენტის მიხედვით, 17 და მეტი წლის აირბალონებზე მომუშავე მანქანებს ტექდათვალიერების ვალდებულება 2018 წლის 1 იანვრამდე ჰქონდათ. ხოლო 14-16 წლის ავტომობილებმა ტექდათვალიერება 2018 წლის პირველ ივლისამდე უნდა გაიარონ.

ინფორმაცია, რაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებმა უნდა იცოდნენ ტექდათვალიერების შესახებ

11-13 წლის ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების ბოლო ვადად 2019 წლის პირველი იანვარია განსაზღვრული, ხოლო ყველაზე ახალი 1-10 წლის ავტომობილებისთვის საბოლოო ვადა 2019 წლის პირველი ივლისია.

ცნობისთვის, ავტომობილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე დადგენილება მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო, რომლის ამოქმედების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა.

აირბალონების პერიოდული შემოწმება შემდეგი პერიოდულობით ხორციელდება:

myquiz