ქუთაისი-დორტმუნდის ავიარეისი 12:00 საათზე შესრულდება | Allnews.Ge

ქუთაისი-დორტმუნდის ავიარეისი 12:00 საათზე შესრულდება

ქუთაისი-დორტმუნდის ავიარეისი დღეს, 12:00 საათზე შესრულდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, პროგრამული ხარვეზის გამო აფრენამდე თვითმფრინავის სადგურზე დაბრუნება გახდა საჭირო, თუმცა ამჟამად ყველაფერი მწყობშია.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, მგზავრები ჩანიშნული რეისის შესახებ უკვე ინფორმირებულები არიან.

myquiz