ირაკლი ნოზაძის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე თამთა ჯანჯღავა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს | Allnews.Ge

ირაკლი ნოზაძის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე თამთა ჯანჯღავა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს

მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებული პირებისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი დაკავებულის, თამთა ჯანჯღავას ადვოკატმა, ავთანდილ ბუაძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამართალდამცველებს ამჟამად ექსპერტიზაზე ჰყავთ გადაყვანილი.

ადვოკატის განმარტებით, საქმესთან დაკავშირებული დეტალები მისთვის ჯერჯერობით უცნობია, რადგან პროცესში ახლახან ჩაერთო.

"ჯერ დაკავებულთანაც არ გამიმართავს შეხვედრა", - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, მომღერალი ირაკლი ნოზაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ვანის ქუჩაზე, ცივი იარაღით ორი დღის წინ დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე თამთა ჯანჯღავა გუშინ დააკავეს. მას ბრალს ოფიციალურად დღის ბოლოს წაუყენებენ. ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჯანჯღავასთან ერთად დაკავებულია მისივე მეგობარი ნათია თოფურიაც, რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

myquiz