"ეს ეხება განსაკუთრებით მათ, ვინც დაორსულებას აპირებს" - პაატა იმნაძე წითელას აცრაზე საუბრობს | Allnews.Ge

"ეს ეხება განსაკუთრებით მათ, ვინც დაორსულებას აპირებს" - პაატა იმნაძე წითელას აცრაზე საუბრობს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს. პაატა იმნაძის განცხადებით, წითელა ჯერ კიდევ არ შეჩერებულა და ახალი შემთხვევებიცაა.

"წითელას პროფილაქტიკა ყველაზე ადვილია. ვაქცინაციაა საჭირო და აღარ დაგვემართება. დღეს უკვე საქართველოში წითელას 1000-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს და არ ჩერდება. პირიქით, იმერეთში, სამეგრელოში ახალი შემთხვევებიც არის, თბილისშიცაა ცოტა, აჭარაში თითქმის მორჩა. ვინც არაა აცრილი, უნდა იაცრას. ბავშვი თუ არაა აცრილი, უნდა აცრან. ეს ეხება განსაკუთრებით მათ, ვინც დაორსულებას აპირებს, რადგან სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც დედა არაა იმუნური, ბავშვს აჩენს არა იმუნურს, ბავშვს ემართება წითელა, სანამ აცრიან", - განაცხადა იმნაძემ.

myquiz