რა უნდა გავითვალისწინოთ ზაფხულში საკვებთან და წყალთან დაკავშირებით | Allnews.Ge

რა უნდა გავითვალისწინოთ ზაფხულში საკვებთან და წყალთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე მოსახლეობას ზაფხულში საკვებთან და წყალთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს.

პაატა იმნაძის განმარტებით, ზაფხულში ნაწლავთა ინფექციების საშიშროებაა, ასევე, დაუბანელი ხელით განპირობებული დაავადებები დაახლოებით 25% პროცენტით მეტია სხვა სეზონებთან შედარებით.

ცხელი წყალი თუ ცივი, საპონი თუ გელი - როგორ დავიბანოთ ხელები სწორად?

იმნაძის თქმით, აუცილებელია ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, რადგან პროდუქტების მაცივრის გარეთ შენახვა საშიშია.

"ყოველგვარი სალათა, რომელიც შეკაზმულია რძის პროდუქტებით, ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენს ხოლმე. არაფერს არ უნდა ვერიდოთ, თუ კარგადაა მომზადებული. ერთადერთი, კრემიანი ნამცხვრები, ქათმის სალათები უმჯობესია მაშინ მივირთვათ, თუ მაცივრიდან ახალი გამოღებული და ცივია", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება წყალთან დაკავშირებულ შეკითხვას, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ თუ წყალი ცენტრალიზებულია და კარგად დეზინფექცირდება, მისი მიღება პრობლემას არ წარმოადგენს.

"თუ წყლის ხარისხში ეჭვი გვაქვს, ნებისმიერი წყალი უსაფრთხო ხდება ერთ წუთიანი დუღილის შემდეგ", - განაცხადა იმნაძემ.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მაღაზიაში ბოთლით წყლის ყიდვისას

myquiz