დარღვევები, რის გამოც ქვეითები საქართველოში ჯარიმდებიან | Allnews.Ge

დარღვევები, რის გამოც ქვეითები საქართველოში ჯარიმდებიან

2018 წლის 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 127-ე მუხლის 1-ლი, 11 და 12 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო საქართველოში ქვეითად მოსიარულეებზე 6 435 ჯარიმა დაიწერა, - ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები.

უწყების ინფორმაციით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობის, აგრეთვე "საგზაო ნიშნის ან მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფის" 6 357 შემთხვევა დაფიქსირდა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ქვეითი 10 ლარით ჯარიმდება.

ამავე პერიოდში, აღნიშნული სამართალდარღვევის ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის 64 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც კოდექსშია განმარტებული, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ქვეითი 20 ლარით ჯარიმდება.

დარღვევები, რომელთა გამოც მძღოლებს მართვის მოწმობაზე ყველაზე მეტი ქულა დააკლდათ

ყველაზე მცირე, 14 სამართალდარღვევა დაფიქსირდა საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფის" შემთხვევაში, თუ აღნიშნულმა დარღვევამ საავარიო ვითარება შექმნა ან მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

რომელ დარღვევებს დააფიქსირებს ე.წ ჭკვიანი კამერა?

myquiz