17-18 ივნისს მოსალოდნელი ამინდის შესახებ წაიკითხეთ სინოპტიკოსების პროგნოზები | Allnews.Ge

17-18 ივნისს მოსალოდნელი ამინდის შესახებ წაიკითხეთ სინოპტიკოსების პროგნოზები

17-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვა, ქარის დროებითი გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში ღამის საათებში +16,+21 გრადუსი, დღისით +27,+32 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ღამით +15,+20 დღისით +30,+35 გრადუსი იქნება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება.

ქ. თბილისში 17-18 ივნისს მოსალოდნელია ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპარატურა ღამით +21 გრადუსი, დღისით +34 გრადუსი იქნება.

ქ. თელავში 17-18 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +16, +18, დღისით კი +29, +36 გრადუსი იქნება.

ქ. ბათუმში 17-18 ივნისს ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +20, +22, დღისით კი +27, +29 გრადუსი იქნება.

ქ. ქუთაისში17-18 ივნისს ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +17, +18, დღისით კი +29, +31 გრადუსი იქნება.

ქ. ზუგდიდში 17 ივნისს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, 18 ივნისს კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით დღის მეორე ნახევარში. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +17, +19, დღისით კი +28, +30 გრადუსი იქნება.

myquiz