1 ივლისიდან ტექდათვალიერების მომდევნო ეტაპი ამოქმედდება | Allnews.Ge

1 ივლისიდან ტექდათვალიერების მომდევნო ეტაპი ამოქმედდება

1 ივლისიდან სავალდებულო ტექინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები.

შეგახსენებთ, სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა და სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო ავტომობილებს (3,5ტ. ზემოთ) შეეხოთ.

ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში ეტაპობრივად ხორციელდება. ინსპექტირებას გაივლის საქართველოს მთელი ავტოპარკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში - 2019 წლის ბოლომდე.

სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების შემდეგ 1 ოქტომბრიდან ტექდათვალიერებას დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები (3.0 ძრავით და ზემოთ) გაივლიან, რადგან ისინი მეტ საწვავს მოიხმარენ და შესაბამისად, მათგან მავნე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების მეტი საფრთხე არსებობს.

მომდევნო ეტაპზე - 2019 წლის 1-ელი იანვრიდან კი ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი - 2019 წლის ბოლომდე.

myquiz