პირები, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოიკითხებიან - მათ შორის არიან გიორგი გახარია და თეა წულუკიანი | Allnews.Ge

პირები, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოიკითხებიან - მათ შორის არიან გიორგი გახარია და თეა წულუკიანი

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოსაკითხ პირთა სია დაამტკიცა. სია კომისიის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ წარადგინა და მას მხარი, როგორც საპარლამენტო უმცირესობის, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლებმა, ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა დაუჭირეს.

სერგი კაპანაძის მიერ წარდგენილი გამოსაკითხ პირთა სია ასეთია:

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, ზაზა სარალიძის ადვოკატი - ნესტან ლონდარიძე, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამა, დავით დადუნაშვილი და ოჯახის ადვოკატი, ხათუნა მაღლაკელიძე, მიხეილ კალანდია, მირზა სუბელიანი, მერაბ მორჩაძე, ზვიად კუპრავა, ივანე ნაკაიძე, საქმეში ფიგურანტი სხვა არასრულწლოვანი პირები და მათი წარმომადგენლები, საქმის სხვა მოწმეები, რომელთა ვინაობაც კომისიის მუშაობის დროს დროთა განმავლობაში დაზუსტდება; შს სამინისტროს წარმომადგენლები - მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სამინისტროს წარმომადგენელი კახა სირაძე; გამომძიებლები - ანზორ ჟამერაშვილი, ირაკლი ფიფია, გიორგი ტაბატაძე, ლარისა ვიცინა, ირაკლი ცაგურია, გიორგი ჯალაღონია, ნუგზარ ნათელაშვილი და დეტექტივ-გამომძიებელი გიორგი ბაძგარიძე; საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები - ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვასაძე, თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე, მისი მოადგილე კონსტანტინე სირაძე და საქმის პროკურორები - ზვიად ფხაკაძე, ინა გუგუშვილი, მარიკა გოგოხია, თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი და პროკურორი გიორგი გაბოძე; იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; ექსპერტები - სოფიო ბელქანია, გიორგი ცინცაძე, რევაზ კაპანაძე, თამარ კაიშაური, გულნაზ ტატუნაშვილი და მაია ნიკოლეიშვილი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

აღნიშნულ სიას საგამოძიებო კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების დირექტორები და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაემატა.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სერგი კაპანაძის წარდგენილ სიასთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრების - მამუკა მდინარაძის და ეკა ბესელიას მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ კომისიამ პირველ ეტაპზე დაიბაროს ხორავას ქუჩის ინციდენტის უშუალო მონაწილეები, უშუალოდ დაზარალებულები და საქმის უშუალოდ გამომძიებელ-პროკურორები. მათი აზრით, აღნიშნული პირების გამოკითხვის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს კომისიამ სხვა პირთა დაბარება, იქნება ეს იუსტიციის მინისტრი თუ შს მინისტრი.

myquiz