თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს

მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის ადგილზე კრიმინალისტებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ცხრა მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება თბილისში, ი. მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულ ქუჩაზე ოპერატიულად გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

პოლიციამ შემთხვევის ადგილის მიმდებარე პერიმეტრი დაიცვა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ცხრა მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ მიმდინარეობს ფაქტის თვითმხილველთა გამოკითხვა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

myquiz