ბანკებისა და ლომბარდებისთვის მიმართვა ღარიბ ოჯახებში გაიზარდა - UNICEF-ის კვლევის შედეგები | Allnews.Ge

ბანკებისა და ლომბარდებისთვის მიმართვა ღარიბ ოჯახებში გაიზარდა - UNICEF-ის კვლევის შედეგები

ეკონომიკურ სირთულეებთან თავის გართმევის მიზნით, უფრო მეტი ოჯახი მიმართავს სესხს, - ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის 2017 წლის "მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევაშია" განმარტებული.

კვლევის მიხედვით, ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება, კერძოდ, ბანკებისა და ლომბარდებისთვის მიმართვა ღარიბ ოჯახებში გაიზარდა. ამასთან, ქვეყანაში ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა, ძირითადად, შენელებული ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობისა და სამომხმარებლო ფასების ზრდის გამო.

"ეროვნულ დონეზე შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 4,3%; მოსახლეობის 5,0%; ბავშვების 6,8% და პენსიონერების 3,7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს",-აღნიშნულია კვლევაში.

კვლევაში ასევე განმარტებულია, რომ შემოსავლის რეალური ზრდის გამო თავს ღარიბად ნაკლები ადამიანი მიიჩნევს.

2017 წელს სუბიექტური სიღარიბე შინამეურნეობების 33,7%-ში გამოვლინდა, ხოლო 2015 წელს  – 38,4%-ში, განმარტებულია კვლევაში.

ასევე, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები გაიზარდა. მედიკამენტების შეძენა კი კვლავ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების მთავარ კონპონენტად რჩება. "საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაზღვეული მოსახლეობის წილი 82%-ია, თუმცა მოსახლეობის თითქმის 11%-მა არ იცის ჯანდაცვის პროგრმაის შესახებ და ფიქრობს, რომ არც ერთ პროგრამაში არ მონაწილეობს. საშუალოდ, ქალაქად მცხოვრები შინამეურნეობების წლიურმა ჯანდაცვის ხარჯმა 448.7 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლად  – 412 ლარი. კვლევაში მონაწილე შინამეურნეობების მხოლოდ 3,6%-ს არ გაუწევია არანაირი ხარჯი ჯანდაცვის მიმსახურებაზე. რაც შეეხება ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების განაწილებას, შინამეურნეობების ძირითადი წილი (69%) მედიკამენტებზე მოდის.

საქართველოში ბავშვების 22.1% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს

myquiz