დაკავებულები არიან ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი - ზაალ უდუმაშვილი | Allnews.Ge

დაკავებულები არიან ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი - ზაალ უდუმაშვილი

დაკავებულები არიან ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი და ჩვენი ათობით თანამებრძოლი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილის თქმით, ერთ-ერთ მანქანაში სავარაუდოდ ისხდნენ სუს-ის და შსს-ს მაღალჩინოსნები და მათგან პასუხის მოსმენა სურდათ, რასაც მოჰყვა დაძაბულობა.

"ნიკა მელია დაკავებულია და წაყვანილია. ჩვენ თვალწინ ჩატენეს მანქანაში და ისე წაიყვანეს. თქვენ ნახეთ, რა მეთოდებით წაიყვანეს საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე, დაკავებულია ლევან ხაბეიშვილი და კიდევ ჩვენი ათეულობით თანამებრძოლი. ყველას სახელი და გვარი არ ვიცით, რადგან უცებ გავნახევრდით. დაკავებულია ერთი არასრულწლოვანი", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სამართალდამცველები პარლამენტის წინ განთავსებულ კარვებს შლიან. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ისინი დაშლილ კარავს სპეციალურ სატვირტო ავტომობილში ტვირთავენ.

სამართალდამცველებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული, რათა აქციის მონაწილეებმა მათ კარვების აღებაში ხელი არ შეუშალონ.

myquiz