ნივთები, რომლებიც მოგზაურობას გაგიმარტივებენ | Allnews.Ge

ნივთები, რომლებიც მოგზაურობას გაგიმარტივებენ

ზაფხული მოვიდა და ყველა მოგზაურობაზე ფიქრს იწყებს. გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის დაწესებამ განსაკუთრებით გაააქტიურა მოგზაურობის მსურველები და ევროპაში მოგზაურთა რაოდენობაც გაიზარდა. თუმცა, მოგზაურობა დასვენებასა და საინტერესო თავგადასავლებთან ერთად, არაერთ თავსატეხთან ასოცირდება. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე რთული გადასატანი კი საათობრივი სარტყლის ცვლილება და ძილის დარღვევაა.

ჩვენ გირჩევთ, რომელი 5 ნივთი უნდა წაიღოთ მოგზაურობაში, რომ ზემოთ აღნიშნულ და სხვა პრობლემებს თავი მარტივად დააღწიოთ.

  • კისრის ბალიში - ეს არის ნივთი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიღოთ მოგზაურობაში. ის გამოგადგებათ არა მხოლოდ თვითმფინავში, არამედ ტურის დროს ქალაქებს შორის გადაადგილებისას. ხშირად ერთი პუქტიდან მეორეზე გადასვლა ღამის საათებში ხდება ხოლმე, რომ დღე დრო არ დაიკარგოს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსში, მანქანასა თუ მატარებელშიც თავი მეტ-ნაკლებად კომფორტულად იგრძნოთ და მეორე დღეს კისრის ტკივილმა საოცნებო ადგილების ნახვაში ხელი არ შეგიშალოთ.

  • კარგი საძილე საშუალება - საათობრივი სარტყლის ცვლილება უამრავ ადამიანს უქმნის ძილის პრობლემას. მოგზაურების დიდ ნაწილს უჭირს საათობრივ ცვლილებასთან შეგუება, მათი ორგანიზმი ვერ აღიქვამს დაღამებას და ვერ იძინებს, რადგან ამ დროს მისთვის დღე არის ხოლმე. შედეგად კი, ახალი საათობრივი სარტყლის დღის პერიოდში მათ აქტიურად ყოფნა უჭირთ და მოგზაურობისგან მაქსიმალურ სიამოვნებას ვერ იღებენ. ამ პრობლემის გამკლავებაში პრეპარატი "ფიტორემი" დაგეხმარებათ. მისი შემადგენლობის უნიკალური კომბინაცია არა მხოლოდ ძილის რიტმის დარღვევის აღდგენაში დაგეხმარებათ, არამედ დაძაბულობასაც მოგიხსნით. რადგან სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით, სხვადასხვა მცენარეული დამამშვიდებლების გარდა, შეიცავს მელატონინს. მელატონინი არის ჯანსაღი ძილის, დღის განმავლობაში ენერგიის, სიმშვიდის, გულის, სისხლძარღვების, ნერვების და იმუნიტეტის ჯანმრთელობის ხელშემწყობი. მასში შემავალი მცენარული ნივთიერებები კი ხელს უწყობს ძილს, მოდუნებას, დამშვიდებას და სპაზმის მოხსნას.

    პრეპარატის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.

  • ტკივილგამაყუჩებელი - მოგზაურობის დროს ტრადიციულთან შედარებით ბევრს დადიხართ, უფრო აქტიურად ხართ და ენერგიასაც მეტს ხარჯავთ. ეს ყველაფერი კი შეიძლება თქვენმა ორგანიზმმა ტკივილით გამოხატოს. ამიტომ თავის ან სულაც, ფეხების ტკივილმა ლამაზი დღეები უსიამოვნოდ რომ არ გიქციოთ, თან იქონიეთ ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც ნაცადი გაქვთ და იცით, რომ გიშველით.

  • სახის მოვლის საშუალებები - სახის კანი ზედმეტად მგრძნობიარეა და კლიმატის ცვლილებას ადვილად ვერ იტანს. ამიტომ კანი რომ არ გაგიღიზიანდეთ, გაგიწითლდეთ ან აგექერცლოთ, თან იქონიეთ სახის კრემი. გაღიზიანებული კანი გაგიფუჭებთ განწყობას, შეიძლება არასასიამოვნოდ გამოჩნდეს თქვენს ფოტოებში და რაც მთავარია, მოგზაურობის შემდეგ შეიძლება კანისთვის ჩვეული მდგომარეობის დაბრუნება საკმაოდ გაგიჭირდეთ.
  • მოსახერხებელი და ტევადი ზურგჩანთა - ზურგჩანთა თქვენი ერთგული მეგობარი გახდება მოგზაურობისას. მასში მოათავსებთ ყველა საჭირო ნივთს, რაც დღის განმავლობაში შეიძლება დაგჭირდეთ. დილით სასტუმროდან გამოსული, ალბათ, უკან გვიან ღამით დაბრუნდებით. შესაბამისად, დღის განმავლობაში არაერთი ნივთი დაგჭირდებათ. მასშივე ჩაალაგებთ იმ დღეს ნაყიდ ნივთებს. ასე რომ, აუცილებლად იქონიეთ თან ზურგჩანთა, რომლის ტარებაც თქვენთვის კომფორტული იქნება, არც ზურგს გატკენთ და თან მასში ბევრი ნივთის ჩადებასაც შეძლებთ.

myquiz