მეტროს გაჩერების გამო დღიური ზარალი 40-45 ათასი ლარია - ირაკლი ხმალაძე | Allnews.Ge

მეტროს გაჩერების გამო დღიური ზარალი 40-45 ათასი ლარია - ირაკლი ხმალაძე

დღიური ზარალი ნამდვილად არ არის არც 300 000 არც 600 000 ლარი, ის არის დაახლოებით 40-45 ათასი ლარი იქიდან გამომდინარე, რომ გაჩერებულია მეტრო და თუ ერთი მხრივ, არ შემოდის შემოსავალი, მეორე მხრივ, არ იხარჯება თანხები მისი ოპერირებისთვის, - ამის შესახებ ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მეტროს გაჩერების შედეგად დედაქალაქისთვის მიყენებულ ფინანსურ ზარალთან დაკავშირებით.

ირაკლი ხმალაძე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, ციფრებზე საუბრისას, ჯობს, ისწავლონ ანგარიში, რომ საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ.

"რასაკვირველია, როდესაც პარალიზებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი, გარკვეული ზარალი წარმოიქმნება, მაგრამ მე დღეს მოვისმინე კოლოსალური თანხები - 600 000 ლარზე საუბრობდნენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მინდა მივმართო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომ ცოტა მეტად დაფიქრდნენ, როცა განცხადებებს აკეთებენ. ჩვენ არ გვიჭირს საერთო ენის გამონახვა ჩვენს თანამშრომლებთან. ამ შემთხვევაში გაგვიჭირდა სახსრების გამონახვა იმისთვის, რომ მივიღოთ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება.

"ფეხით მოვედი ნახალოვკიდან საბურთალომდე" - რა ხდება დედაქალაქში როდესაც მეტრო არ მუშაობს?

"როდესაც საუბრობენ ციფრებზე, ჯობს, ისწავლონ ანგარიში იმისთვის, რომ ზუსტი ციფრებით სწორი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. მოცემულ შემთხვევაში დღიური ზარალი ნამდვილად არ არის არც 300 000, არც 600 000 ლარი, ის არის დაახლოებით 40-45 ათასი ლარი იქიდან გამომდინარე, რომ გაჩერებულია მეტრო და თუ ერთი მხრივ, არ შემოდის შემოსავალი, მეორე მხრივ, არ იხარჯება გარკვეული თანხები მეტროს ოპერირებისთვის. აქედან გამომდინარე, ასე პრიმიტიულად ნუ ითვლიან, ცოტა მათემატიკაც ისწავლონ, ცოტა აზრიანი განცხადებები გააკეთონ", - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

myquiz