ყველა მეტროსადგური დაკეტილია - რა ვითარებაა დედაქალაქში? | Allnews.Ge

ყველა მეტროსადგური დაკეტილია - რა ვითარებაა დედაქალაქში?

მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მეტროსადგურში ჩასულ მგზავრებს შემდეგი შინაარსის წარწერა დახვდათ:

"მეტრო დაკეტილია, ისარგებლეთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ!" შესაბამისად, მოსახლეობას ავტობუსებით უფასოდ გადაადგილება შეუძლია.

მემანქანეები გუშინ გაიფიცნენ. ისინი გლდანის დეპოში არიან შეკრებილნი. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მემანქანეები ხელფასების მომატებას ითხოვენ.

გაფიცვის გამო, დედაქალაქში მოსახლეობისთვის ტრანსპორტით გადაადგილება გართულებულია. მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო მოქალაქეები ავტობუსებითა და სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილებას ცდილობენ, თუმცა გადატვირთულობის გამო, ტრანსპორტი რიგ გაჩერებებზე არ აჩერებს.

აღსანიშნავია, რომ ავტობუსებით გადაადგილება უფასოა.

myquiz