პარლამენტის შენობასთან აქცია 16:00 საათზე განახლდება | Allnews.Ge

პარლამენტის შენობასთან აქცია 16:00 საათზე განახლდება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ამ დროისთვის რამდენიმე კარავია გაშლილი. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.

როგორც ზაზა სარალიძე აცხადებს, ნივთმტკიცებები აღარ არის და შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერაფერს გამოიძიებს.

"მოწმეები დაშინებული არიან, რას გამოიძიებენ. ძირს ყველა, ვინც სისტემას მფარველობს",- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დილიდან პარლამენტთან ისევ მივიდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ აქციას დღეს პანკისიდანაც შეუერთდებიან.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე ათეული ადამიანი რჩება. აქცია პარლამენტის შენობასთან დღეს 16:00 საათზე განახლდება.

myquiz