არსებული ინფორმაციით, ახმეტაში სპორტსკოლის დირექტორს სცემეს | Allnews.Ge

არსებული ინფორმაციით, ახმეტაში სპორტსკოლის დირექტორს სცემეს

არსებული ინფორმაციით, ახმეტაში სპორტსკოლის დირექტორს სცემეს. მას რამდენიმე პირმა სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.

ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევა ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სპორტსკოლის დირექტორის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან არ საუბრობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

myquiz