ინფორმაცია, რომ კახა კალაძეს კომედიურ ფილმში იღებენ, მერიაში არ დაადასტურეს | Allnews.Ge

ინფორმაცია, რომ კახა კალაძეს კომედიურ ფილმში იღებენ, მერიაში არ დაადასტურეს

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისის მერი კახა კალაძე ფილმში მიიღებს მონაწილეობას, თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უარყოფენ.

"ბატონი კახა ფილმში არ მონაწილეობს, თუნცა პროექტს ნამდვილად აქვს თბილისის მერიის მხარდჭერა, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის მეგობრობას. მხარდაჭერაში ვგულისხმობთ იდეის მხარდაჭერას",- განმარტეს თბილისის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახა კალაძეს თბილისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გადაღებულ კომედიურ ფილმში უნდა მიეღო მონაწილეობა, რომელიც მდიდარი სლოვაკელი ბიზნესმენის შვილს ეხებოდა.

myquiz